თბილისში, მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, ფილარმონიის ტერიტორიაზე, ხის დიდი ტოტი ჩამოწყდა და იქვე მყოფ შუახნის მამაკაცს დაეცა. რომელიც ამ დროისთვის იმყოფება კლინიკაში.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. 

როგორც "აიპრესს" თბილისის მერიაში განუცხადეს: "შემთხვევა ფილარმონიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა. გარეგნული დაზიანება ხეს არ ჰქონდა, თუმცა შიგნიდან იყო დაზიანებული.

ხე მოჭრეს და ტერიტორია გაასუფთავეს."