ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს:
ახლა მე მინდა მივმართო მის აღმატებულებას, ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, ქალბატონ პრეზიდენტს:
- დღეს,ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო “ლგბტ” სოდომისტურ მოძრაობაზე,რომელიც დრო და დრო შეტევას ახორციელებს ჩვენს ერზე. თქვენ გამოთქვით უკმაყოფილება და სამართალ დამცავებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა.რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა, რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო. თქვენი აზრით, სამართალდამცავები ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაჰპირისპირებოდნენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს,რაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში? მე საჯაროდ დაგიჭირეთ მხარი და ასევე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენს გამო. და ასევე მინდა შეგახსენოთ,რომ არ დაგავიწყდეთ,თქვენ ბრძანდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებული,თამარ და ქეთევან დედოფლის ქვეყნის პასუხისმგებელი პირველი პირი!”, - წერს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი Facebook-ზე.