უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის პირველი ტური დაიწყო
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ პირველ ტურში ლონდონში „ტოტენჰემს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის მე-4 წუთზე კურიოზული ავტოგოლის ავტორი „ვილიარეალის“ მეკარე ლუის ჟუნიორი გახდა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 6,3) პირველიდან ბოლო წუთამდე იყო მინდორზე.
„ტოტენჰემი“ - „ვილიარეალი“ 1:0(1:0)
გოლი: 4' ლუის ჟუნიორი, საკუთარ კარში
სენსაციურად მოიგო პირველი ტურის შეხვედრა აღდამის „ყარაბაღმა“. აზერბაიჯანულმა კლუბმა გასვლაზე სახელგანთქმული „ბენფიკას“ მიერ მათ კარში უკვე მე-16 წუთისთვის გატანილ ორ გოლს სამით უპასუხა.
„ბენფიკა“ - „ყარაბაღი" 2:3(2:1)
გოლები: 4' ენცო ბარენეჩეა 1:0, 16' ვანგელის პავლიდისი 2:0, 30' ლეანდრუ ანდრადე 2:1, 48' კამილო დურანი 2:2, 86' ალექსეი კაშჩუკი 2:3
მადრიდის „რეალმა“ „მარსელთან“ შეხვედრაში 22-ე წუთზე გაუშვა გოლი, 29-ე წუზე კილიან მბაპეს დარტყმული თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა და შემდეგ დიდხანს უშედეგოდ უტევდა.
73-ე წუთზე მსაჯი სტუმართა მეკარის მიერ მადრიდელთა კაპიტან დანიელ კარვახალთან შეჯახების მეტად პროვოკაციულ გაფორმებას წამოეგო, მადრიდელები ათნი დარჩნენ და „მარსელს“ შეხვედრის მოგების შანსი მიეცა, მაგრამ 79-ე წუთზე მათ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და კილიან მბაპემ მეორედ შეარხია სტუმართა კარის ბადე.
„რეალი“ - „მარსელი“ 2:1(1:1)
გოლები: 22' ტიმოთი ვეა 0:1, 29' და 81' კილიან მბაპე, ორივე თერთმეტმეტრიანიდან 1:1 და 2:1
გაძევება: 72' დანიელ კარვახალი (წითელი ბარათი)
ტურინში შეხვედრის 86-ე წუთზე სტუმრებმა „იუვენტუსის“ კარში მეოთხე ბურთი გაიტანეს და მოგებასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ, თუმცა კომპენსირებული დროის მე-4 და მე-6 წუთებზე უკვე მასპინძლებმა შეაგდეს ორი ბურთი დორტმუნდის „ბორუსიას“ კარში და უხვგოლიანი ფრე დააფიქსირეს.
„იუვენტუსი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 4:4(0:0)
გოლები: 53' კარიმ ადეიემი 0:1, 64' კენან ილდიზი 1:1, 65' ფელიქს ნმეჩა 1:2, 67' დუშან ვლაჰოვიჩი 2:2, 74' იან კოუტო 2;3, 86' რამი ბენსებაინი თერთმეტრმეტრიანიდან 2:4, 90+4' დუშან ვლაჰოვიჩი 3:4, 90+6' ლოიდ კელი 4:4
ლონდონის „არსენალმა“ ბილბაოში „ატლეტიკი“ დაამარცხა.
„ატლეტიკი“ - „არსენალი" 0:2(0:0)
გოლები: 72' გაბრიელ მარტინელი 0:1, 87' ლეანდრო ტროსარი 0:2
მასალა ბოლოს 01:58 საათზე განახლდა.