ფოთში, მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს პაციენტი გადაჰყავდა. დაშავდა ექიმი, მძღოლი და პაციენტი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.