უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის პირველი ტურის შეხვედრები გრძელდება.

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში ბერგამოს „ატალანტა“ მიიღო და ანგარიში  გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 8,8, იმდენივე, რამდენიც თანაგუნდელებმა, Flashscore-ეს მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეულმა მარკინოსმა და ნუნუ მენდეშმა) მინდორზე პირველიდან 75-ე წუთამდე იყო. მან 39-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ატალანტა“ 4:0(2:0)
გოლები: 3' მარკინოსი 1:0, 39' ხვიჩა კვარაცხელია 2:0, 51' ნუნუ მენდეში 3:0, 90+1' გონსალუ რამოში
44-ე წუთზე ბრედლი ბარკოლას დარტყმული თერთმეტმეტრიანი „ატალანტას“ მეკარე მარკო კარნესაკიმ მოიგერია.


„ოლიმპიაკოსი“ - „პაფოსი“ 0:0
გაძევება: 26' ბრუნო („პაფოსი“, მეორე ყვითელი)

„სლავია“ - „ბოდო გლიმტი“ 2:2(1:0)
გოლები: 23' და 74' იუსუფა მბიჯი 1:0 და 2:0, 78' დანიელ ბასი 2:1, 90' სონდრე ფეტი 2:2
54-ე წუთზე კასპერ ჰოგის დარტმული ერთმეტმეტრიანი ჩეხების მეკარე ინდრიკ სტანეკმა მოიგერია.


„აიაქსი“ - „ინტერი“ 0:2(0:1)
გოლები: 42 და 47' მარკუს ტურამი

„ბაიერნი“ - „ჩელსი“ 3:1(2:1)
გოლები: 20' ტრევო ჩალობაჰი, საკუთარ კარში 1:0, 27' ჰარი კეინი 2:0, 29' კოულ პალმერი, 63' ჰარი კეინი 3:1


 „ლივერპული“ - „ატლეტიკო“ მადრიდი 3:2(2:1)
გოლები" 4' ენდრიუ რობერტსონი 1:0, 6' მოჰამედ სალაჰი 2:"0, 45+3' და 81' მარკოს ლორენტე 2:1 და 2:2, 90+2' ვირჯილ ვან დეიკი 3:2

„ლივერპულის“ რიგებში არც ამჯერად არ იყო გიორგი მამარდაშვილი


შეგახსენებთ გუშინ გამართული მატჩების შედეგებს:
„ტოტენჰემი“ - „ვილიარეალი“ 1:0(1:0)
„ბენფიკა“ - „ყარაბაღი" 2:3(2:1)
„რეალი“ - „მარსელი“ 2:1(1:1)
„იუვენტუსი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 4:4(0:0)
„ატლეტიკი“ - „არსენალი" 0:2(0:0)
„პსვ“ - „როიალ იუნიონი სენ-ჟილუაზი“ 1:3(0:2)

მეტი დეტალები ამ შეხვედრების შესახებ და მოკლე ვიდეომიმოხილვები იხილეთ აქ.

მასალა ბოლოს 01:39 საათზე განახლდა.