საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციას პრეზიდენტის
„ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში, რომელიც "ფეისბუკში" გავრცელდა.