შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების და მასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, „ფოქს ნიუსის“ პროგრამა „ჰენიტის“ წამყვან შონ ჰენიტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პუტინს და ზელენსკის მომავალ ერთობლივ შეხვედრაზე მისი ყოფნა სურთ
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სურთ, რომ ის დაესწროს ორ ლიდერს შორის შესაძლო მომავალ შეხვედრას და ერთად განიხილონ რათა მშვიდობის გზა.
„ორივეს ჩემი იქ ყოფნა სურს და მე იქ ვიქნები“, - განუცხადა მან „ფოქს ნიუსის“ წამყვანს.
კითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მშვიდობა შედარებით სწრაფად დამყარდებოდა, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, საკმაოდ სწრაფად“.
ტრამპმა გაიხსენა თავისი საარჩევნო დაპირება, რომ ომი 24 საათში დასრულდებოდა და აღიარა, რომ ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ყველა კონფლიქტიდან „ყველაზე მარტივი“ მოსაგვარებელი იქნებოდა.
„მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იყო, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა“, - თქვა ტრამპმა.