ნათელი გახდა, ვინ მიაღწია გამარჯვებას დღევანდელ შეხვედრაში, - განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, ალასკაში გამართული მაღალი დონის შეხვედრის შედეგებზე ტრამპის და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ
„ტრამპს არ წაუგია, მაგრამ პუტინი უდავოდ გამარჯვებულია“, - თქვა ბოლტონმა და დასძინა, რომ „ტრამპს არაფერი მიუღია, გარდა ახალი შეხვედრებისა“.
ამასობაში, პუტინმა „დიდი ძალისხმევა გასწია ურთიერთობების აღსადგენად, რაც, როგორც მე ყოველთვის მიმაჩნდა, მისი მთავარი მიზანი იყო“, - განაცხადა მან.
„მან აიცილა სანქციები. მას ცეცხლის შეწყვეტის საფრთხე არ ემუქრება. შემდეგი შეხვედრა არ დანიშნულა. დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ვიტყოდი, რომ პუტინმა, უმეტესწილად, მიაღწია იმას, რაც სურდა, ტრამპმა კი ძალიან ცოტას მიაღწია“, - თქვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა.