რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის პრეიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა.

 დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა რუს კოლეგასთან შემდეგ შეხვედრაზე მოსკოვში ჩასვლა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მიმართა: „ძალიან მალე ვისაუბრებთ და ალბათ, მალე გნახავთ კიდეც“.

„შემდეგ ჯერზე მოსკოვში“, - უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, „ეს შეთავაზება საინტერესოა“ და დასძინა: „ცოტა გამაკრიტიკებენ ამაზე, მაგრამ შესაძლებელია, ასეც მოხდეს“.