აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ პირად წერილში უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა, განაცხადეს პარასკევს თეთრი სახლის ორმა წარმომადგენელმა.
როიტერსს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა წერილი პუტინს ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა. სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპი ალიასკაში არ იმყოფებოდა.
ოფიციალური პირები წერილის შინაარსს არ ამხელენ, გარდა იმისა, რომ მასში ნახსენებია უკრაინაში ომის შედეგად ბავშვების გატაცება.
წერილის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება უკრაინისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია.
უკრაინამ ათიათასობით ბავშვის გატაცებას, რომლებიც ოჯახის ან მეურვეების თანხმობის გარეშე რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ომის დანაშაულად უწოდა, რაც გაეროს ხელშეკრულების გენოციდის განმარტებას აკმაყოფილებს.
მანამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ დაუცველ ბავშვებს ომის ზონიდან იცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთმა მილიონობით უკრაინელ ბავშვს ტანჯვა მიაყენა და დაარღვია მათი უფლებები 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. - წერს "როიტერი"