საქართველოს მომავალი ევროპაშია - საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსთაველის გამზირზე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

აქციის მონაწილეები მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.