საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე ფშავში, მისივე სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით აღინიშნა.
მსვლელობა თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისის და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს.
მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი და სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.
ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, მის დაბადების დღეზე იმართება. სამხედრო მოსამსახურეები ამ ნაბიჯით ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ. სწორედ, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობის
ავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 3.276.1 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2018 წელს ეწოდა.