აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, გონიოს ციხეში ჩატარდება, ტრადიციული კოსტიუმირებული სანახაობა - „რომაული ფესტივალი 2025“.
ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ სპორტული შეჯიბრებები მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; რომაული ცეკვები, ბაზიერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, გლადიატორთა ორთაბრძოლა და ანტიკურ თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი - (კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულის ისტორია)
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კერამიკისა და ხის მასტერკლასებში, დააგემოვნონ რომაული კერძები და უბრალოდ ერთი დღით გახდნენ იმ ეპოქის მონაწილეები.
ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის პროგრამა:
17 : 00 - ფესტივალის გახსნა;
17 : 00 -სპორტული შეჯიბრებები: მშვილდოსნობა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;
18 : 30 - საზეიმო კოსტუმირებული მსვლელობა;
17 : 00 - რომაული ბაზარი;
19 : 00 – ცხენოსნების საჩვენებელი გამოსვლა;
19 : 15 - ბაზიერების შოუ;
19 : 30 - გლადიატორთა ორთაბრძოლა;
19 : 45 - რომაული ცეკვები;
20 : 00 - ცეცხლოვანი შოუ;
20 : 30 – ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი; (კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულის ისტორია)
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სწრაფი კვების ზონა (,,ფუდ კორტი’’)
22: 00 ღონისძიების დახურვა - ფოიერვერკი