მთელი ცხოვრება - ეს ადამიანთა ურთიერთობებია, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ნ დ ო ბ ი ს ს ტ ა დ ი ე ბ ი:
1. საწყისი სიმპათია ("რა სასიამოვნო ადამიანია")
2. შეჩვევა ("მგონი, ნახვა მომენატრა")
3. მოპოვება ("მას ვენდობი")
4. გაძლიერება ("მას თითქმის ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს")
5. გამწვერვალება ("არ არსებობს ვითარება, რომელშიც მას არ ვენდობი - მის გვერდით და მისი იმედით ყველგან და ყოველთვის აბსოლუტურად მშვიდად ვარ")
6. დაეჭვება ("ნუთუ ეს მის გამო ხდება?")
7. ბზარის გაჩენა ("მგონი, ეს სწორედ მას უკავშირდება")
8. დაკარგვა ("ის ჩემთვის აღარ არსებობს")
ბოლო სამი აუცილებელი არ არის.
ნდობის აღდგენა შესაძლებელია, სანამ მერვე პუნქტამდე არ მიხვალთ.
მთელი ცხოვრება - ეს ადამიანთა ურთიერთობებია.
გაუფრთხილდით დაბადებულ ნდობას - ადამიანივით ისიც მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს და კვდება“, - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".