ძველი ანდაზაა: "ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის".
მარტივი ახსნა ასეთია - მიუხედავად დაბრკოლებებისა და ავი გამოხმაურებებისა, კარგი საქმე მაინც უნდა აღსრულდეს.
ეს გასაგებია, მაგრამ ანდაზა ერთ რამესაც გვეუბნება:
არ არსებობს "ქარავანი" (რომელიმე აზრი, სიტყვა, განწყობა თუ საქმე) "ძაღლის", ანუ თანამდევი შემაფერხებელი გარემოებისა თუ განსხვავებული ხედვის გარეშე - ეს "ტანდემი" განუყოფელია. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ანდაზას თავისი გაგრძელებაც აქვს:
"თუ გზაზე სიარულისას ყოველთვის გაჩერდები, რათა ქვა ესროლო ყოველ ძაღლს, რომელიც გიყეფს, ვერასდროს მიაღწევ სასურველ მიზანს".
"ძაღლი" უნდა აღიქვა და მიიღო გარდაუვალ მოცემულობად, მაგრამ მას არ უნდა მისცე შესაძლებლობა, "ქარავანი" მიზანს ააცდინოს.
ამ აზრის კიდევ ერთი განზომილებაც უნდა დავინახოთ:
ძაღლიც და ქარავანიც შენშია - ის, რაც ვერ დაიძლევა სულში, ნებაში, ფიქრსა და ემოციაში, ვერ დაიძლევა მათ მიღმაც.
გახსოვდეს ძაღლი, მაგრამ ნუ შეაფერხებ ქარავანს - არ აქციო მიზეზი მიზნის მკვლელად.
ახლა თავისუფლად შეგიძლიათ მიხედოთ თქვენს შესანიშნავ საქმეებს. 🙂