იმდენი რამ შეიძლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრო - არ არის "მკვდარი აუცილებლობა", ბითური სახით წარუდგე სამყაროსა და ადამიანებს. კარგი დღეა იმისთვის, რომ არ გააკეთო ის, რაც "ვაშინერს", რასაც ტაბუ ადევს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"მხოლოდ არსებობს და არ ცხოვრობს ის, ვისაც თავისუფლების "სახელით" არაფრის რცხვენია.
არის ამქვეყნად რაღაცები, რაც "არ შეიძლება" - სხვა მაინცდამაინც არ გიკრძალავს, მაგრამ, თუ ღირსება გაქვს, შენ უნდა აუკრძალო საკუთარ თავს.
ზნეობასთან ერთად ეს გემოვნების საკითხიც არის - ცხოვრებას თავისი ესთეტიკა აქვს და ვინც მას არღვევს, უსიამოვნოდ გამოიყურება.
იმდენი რამ შეიძლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრო - არ არის "მკვდარი აუცილებლობა", ბითური სახით წარუდგე სამყაროსა და ადამიანებს.
მდაბიო ცნობიერება ხანდახან (ალბათ, ყოველთვის) განაჩენივით იმზირება.
კარგი დღეა იმისთვის, რომ არ გააკეთო ის, რაც "ვაშინერს", რასაც ტაბუ ადევს.
ღირებულ, სასარგებლო და ესთეტიკურ საქმეებს რა დალევს ამქვეყნად.
ჰოდა, წამოდი - მათ მივხედოთ.
თავისუფლება ასე უფრო ცოცხლობს", - წერს გია მურღულია.