შიმერიანები პოლიტიკაში კი არა, თუ გინდათ ომში წადით. გახსოვთ ალბათ უკრაინელი მოდელები ფრონტის წინა ხაზზე. იქ რომ იდასნაირები აზრის შემქმნელებად არ ითვლებიან, ამიტომაცაა რომ ამდენი ხანია ომს არ აგებენ, -  ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქალთა “უფლებების დამცველი” იდა ბახტურიძე ფიქრობს რომ შიმერიანი ქალის ადგილი პოლიტიკაში არაა:) 
რა არის შიმერი? 
თავის მოვლის საშუალებაა და ვისურვებდი,  ყველა გოგოს ვისაც უყვარს მზის რუტინა, მისი შეძენის ფინანსური რესურსი ჰქონდეს.
შიმერიანები პოლიტიკაში კი არა, თუ გინდათ ომში წადით. გახსოვთ ალბათ უკრაინელი მოდელები ფრონტის წინა ხაზზე. იქ რომ იდასნაირები აზრის შემქმნელებად არ ითვლებიან, ამიტომაცაა რომ ამდენი ხანია ომს არ აგებენ.

ასეთმა მიდგომებმა შეაძულა ამ ქვეყანას ენჯეოც და უფლებების დაცვა სალანძღავი სიტყვა გახადა. ქალს თავის მოვლისთვის აბულინგებდე, ნიშნავს მანამდე ყველას უფლებას ფარისევლურად, მხოლოდ გრანტებისთვის იცავდი.
ყველა ქალს შიმერი, დღის რუტინა, თავის მივლის საშუალება, რუჯის განწობა უნდა ჰქონდეს და სურვილი და ენერგია, პარალელურად ის აკეთონ რაც უნდათ“, -  წერს ჟორჟოლიანი.