დალასში, „დალას სტედიუმზე“, დასრულდა J ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი შეხვედრა.
არგენტინის და ავსტრიის გუნდების შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელებმა გაიმარჯვეს და ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრების შედეგების მიუხედავად პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.
არგენტინის და ავსტრიის გუნდების შეხვედრის მე-7 წუთზე ავსტრიელთა საჯარიმოში შეჭრილი ლაუტარო მარტინესი წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ავსტრიელთა მეკარემ მესის გამორბენის შემდეგ გაკეთებულ პაუზებზე რეაგირება არ მოახდინა, ბოლო მომენტამდე გაუნძრევლად იდგა და მესი იძულებული შეიქმნა თითქმის შეჩერებულ დაერტყა კარში. მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნილი ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა და გერმანელი კლოზეს რეკორდი - 16 გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე - ვერ გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ეს მესის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გაფუჭებული მესამე პენალტი იყო (2018 წელს ისლანდიასთან და 2022 წელს პოლონეთთან) და ამ მაჩვენებლით იგი ანტირეკორდსმენი გახდა.
პირველი ტაიმის 38-ე წუთზე ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 121-ე და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მე-17 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.
შეხვედრის კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა და რეკორდი 18 გოლამდე გაზარდა.
არგენტინა - ავსტრია 2:0(1:0)
გოლი: 38' და 90+5' ლიონელ მესი 1:0 და 2:0
მე-9 წუთზე ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი ააცილა.




