ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
გუშინ შევხვდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს, რომელმაც მიმიწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობისთვის და ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობისთვის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის“, - ნათქვამია მის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი იქნება. უკანონო არჩევნების ცატარება დაგეგმილია არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.
ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული რუსი სახელმწიფო მმართველი მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრემიერ-მინისტრად ერთი კვირის წინ ალან გაგლოევის განკარგულებით დაინიშნა გადამდგარი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ძამბოლატ თედეევის ნაცვლად.




