თბილისში აქცია იმართება. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, ამ წუთებში კი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით მიემართებიან.
აქციის სლოგანია „არა რუსულ რეჟიმს“, „დაიცავი უვიზო“. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პროტესტის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთანაც მივიდნენ. მათი მხრიდან ისმოდა სხვადასხვა შეძახილი.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.