ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების შედეგად,  ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის სოფლების  დატბორვა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

,,დატბორილია -  საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება სტიქიის პირველივე წუთებიდან დაიწყო.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.,, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, კახეთში უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. ორ დღეში ორჯერ დაისეტყვა თელავის მუნიციპალიტეტი, განადგურდა 150 ჰა ვენახი. 

ასევე, სტიქიამ დააზარალა ყვარლის მუნიციპალოტეტის სოფელი შილდაც, სადაც ხეხილის ბაღები დაისეტყვა.