პოლიციის ცნობით, ჩარლი კირკის მისამართით გასროლაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.
პოლიციაში ასევე დაადასტურეს, რომ ჩარლი კირკი დაჭრილია.
„დღეს, დაახლოებით 12:10 საათზე visiting speaker-ზე, ჩარლი კირკის მისამართით გაისროლეს. ის დაიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა ადგილიდან გაიყვანეს. კამპუსის პოლიცია იძიებს შემთხვევას, ეჭვმიტანილი დაკავებულია“,- აღნიშნულია იუტა ველის უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციის განცხადებაში.
კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს. კომენტატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კირკის კოლეგების ინფორმაციით, ის კისრის არეშია დაჭრილი.
თარგმანი: პირველი არხი