კვირას, 14 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს აკურთხებს.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.