გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ, მან მთხოვა, გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოჰან ვადეპულთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ. მან მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით. მადლობა, მინისტრო. სასიამოვნოა, იყო გერმანელი და ევროპელი“- წერს ფიშერი X-ზე