„სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში „ჩამკეტი“ დაწესდა, ერთი წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება, რათა ქვეყანაში შემოვიდნენ. ამ დადგენილების მიღებამდე 17 ქვეყნის მოქალაქეს შეძლო, თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით შემოსულიყო ქვეყანაში და ჩვენ გავზარდეთ ეს ერთ წლამდე. აქ შეზღუდვის მიზანია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩეოდნენ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის მაღალი მაჩვენებლით და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, სხვადასხვა კოლეგა უწყებასთან კონსულტაციის შედეგად შეიზღუდა და დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ. – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
"„2015 წლიდან მოქმედებს დადგენილება, რომელიც 50 ქვეყნის ჩამონათვალს ითვალისწინებს. ამ ქვეყნების ვიზით ან ბინადრობით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, რომ საქართველოში შემოვიდეს. თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მოქმედების რა ვადა უნდა ჰქონოდა ან ვიზას, ან ბინადრობას. ჩვენ დავაიდენტიფიცრეთ 17 ქვეყანა და ეს სიაც დართული აქვს ამ დადგენილებას. ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებიც გამოირჩეოდნენ უკანონოდ დარჩენის შემთხვევებით. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნების მეოთხედი სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ამ 17 ქვეყნის მოქალაქეს თუ აქამდე შეეძლო, რომ ქვეყანაში შემოსულიყო სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში „ჩამკეტი“ დაწესდა, ერთი წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება, რათა ქვეყანაში შემოვიდნენ. ამ დადგენილების მიღებამდე 17 ქვეყნის მოქალაქეს შეძლო, თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით შემოსულიყო ქვეყანაში და ჩვენ გავზარდეთ ეს ერთ წლამდე. აქ შეზღუდვის მიზანია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩეოდნენ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის მაღალი მაჩვენებლით და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, სხვადასხვა კოლეგა უწყებასთან კონსულტაციის შედეგად შეიზღუდა და დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ.
არავითარი უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებთან ჩვენ არ გაგვიხსნია, არც იგეგმება და არც ყოფილა არასდროს. პირიქით, თუ აქამდე მარტივად შეეძლოთ, პირობითად, 5-დღიანი ბინადრობით ან 10-დღიანი ვიზებით შემოსულიყვნენ ქვეყანაში, ახლა ეს ერთ წლამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ცვლილებები უკუღმა იყო გაგებული და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა. არ ყოფილა არასდროს და არც იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. პირიქით, ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა. თუ აქამდე შემოდიოდნენ 5 ან 10-დღიანი ვიზებით, ახლა ვითხოვთ ერთ და მეტწლიანი მოქმედების ვადას“, – განაცხადა დარახველიძემ.