უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 


⛈ ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით  და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.  
⛈ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 
⛈ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 
⛈ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 
🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. 
⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. 
⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 
⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.