ამის შესახებ ინფორმაცია „არმენპრესი“ ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა გასულ თვეში მომხდარი მოვლენების გამო.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტი პეზეშკიანი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.