საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ I კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა საქართველოს  668 248 მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 658 550

2024 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 9 658-ით სჭარბობს.

შედარებისთვის, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი საქართველოს  623 285-მა მოქალაქემ გადაკვეთა , ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 602 446

2023 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობაზე 21 825-ით მეტი იყო.

2023 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასული საქართველოს 100 ათასი მოქალაქიდან საზღვარგარეთ 3 502  რჩებოდა, წელს ეს მაჩვენებელი 1 467-მდე ანუ 2,4-ჯერ არის შემცირებული.