14 ივნისს ქუთაისში დღისით +26 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომში, +28 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +20, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც შესაძლოა, იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.