19 წლის ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, გვიან ღამით  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

არსებული  ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი მოცურდა  და ბოძს შეეჯახა.
მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.