თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შენობა დაეტოვებინათ.

საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც. ევაკუაციის გამო სასამართლო პროცესები შეწყდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ევაკუაციის მიზეზი.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.