თელ ავივში ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობიდან, რომელსაც ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა დაეცა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც მედია წერს, არსებობს საფრთხე, რომ შენობა შესაძლოა, ჩამოიშალოს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების ნაწილი ისრაელის ცხრა სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად 15 ადამიანი მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით დაშავდა.

ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.