უკრაინული მედია წერს, რომ სუმის ოლქში, რუსეთთან საზღვრიდან არც თუ ისე შორს მდებარე ბილოპილიის და ვოროჟბის მცხოვრებლებს სასწრაფოდ ევაკუაციას სთხოვენ. 

სუმის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხაილო მელნიკი ბილოპოლიის და ვოროჟბის მცხოვრებლებს სთხოვს, სასწრაფოდ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას და აცხადებს, რომ საევაკუაციო ავტობუსები ყოველ დილით 8:00 საათზე გადის დარეგისტრირება კი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ვოროჟბა და ბილოპოლია რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 12-15 კმ-ის დაშორებით მდებარე დასახლებებია. თითოეულში დაახლოებით 7000 მცხოვრებია. ბილოპოლიიდან სუმამდე დაახლოებით 40 კილომეტრია.