მთავარი საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ სტუდია ,,ცისარტყელასა’’ და ვოკალური ჯგუფის ,,ოცნების’’ აღსაზრდელები.
სადღესასწაულო განწყობა ზღაპრის გმირებმა და მოსიარულე ორკესტრის წარმომადგენლები შექმნეს. მოეწყო საშობაო ბაზრობა, პატარებს საბავშვო სივრცეებში უმასპინძლეს, თოვლის ბაბუამ ტრადიციულად საჩუქრები დაარიგა. საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ,,მრავალჟამიერი“ შეასრულეს ანსამბლ ,,ნადურის’’ წევრებმა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ. დღის ბოლოს, გალა კონცერტი გაიმართა მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი “ალილო“, ჯგუფი „გუფი ლენდი“და მასტერი. საახალწლო ღონისძიებამ წყალტუბოელთა მოწონება დაიმსახურა და ფეიერვერკით დასრულდა.