ასეთი განცხადება აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში, ახალგაზრდულ კონფერენციაზე, Turning Point USA, გამოსვლის დროს გააკეთა.

აშშ-ის ახლა არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს, კალმის ერთი მოსმით, ბოლოს მოუღებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს.

„მე მოვაწერ ხელს ბრძანებულებას ბავშვების სექსუალური დასახიჩრების შეწყვეტის შესახებ, უარს ვიტყვი ტრანსგენდერულ პოლიტიკაზე არმიაში, დაწყებით და საშუალო და უფროს კლასებში", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით,  „აშშ-ის მთავრობა ოფიციალურად აღიარებს მხოლოდ ორ სქესს, მამრობითს და მდედრობითს" და არ იქნება დაშვებული მამაკაცების ქალთა სპორტში ასპარეზობა.