ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 35 475 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 5 861 300 ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
▪️ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 12 901 963 ლარი ▪️ დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 702 498 ლარი ▪️ განათლება - 6 986 103 ლარი ▪️ კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი - 4 245 104 ლარი ▪️ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3 536 264 ლარი