რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის, ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემა. 

პროექტის ღირებულება 3 900 062 ლარს შეადგენს.

დღესვე გაიხსნა წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი - “Telavi Open”. ტურნირში რამდენიმე ათეული  ქვეყნის 100-მდე მოთამაშე მონაწილეობს.