საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევისა  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.