თელავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.