შინაგან საქმეთა სამინისტროში  „აიპრესს“ გრიგორიადისის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

ცნობისათვის, 7, 8, 9 მარტს თბილისში გამართულ აქციებზე, პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს 2024 წლის 12 აპრილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მან 2024 წლის 24 აპრილს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.