„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის “  ხელმძღვანელები თელავში,  კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში" მონაწილეობა მიიღეს.

პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები: ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში, ნარჩენი ზეთებისა და საბურავების მგვ მართვა, რეციკლირების სექტორი საქართველოში, პოლიტიკის ინსტრუმენტები ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობისთვის.

თელავში, გარემოსდაცვით საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, ბაკურ ხუნდაძე, ვიცე-პრეზიდენტი, ირმა პატარაია და აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციები, ევროკავშირის ექსპერტები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.