ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თელავში ახალი რეკრეაციული სივრცის გახსნით აღინიშნა.

"მშვიდობის პარკის,, პატარა სტუმრებს ადგილზე გასართობი და შემეცნებითი აქტივობები დახვდათ. ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, გაიმართა ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტი.

„მშვიდობის პარკი“, რომელიც 2 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა გაშენებული, აერთიანებს სხვადასხვა საბავშვო-გასართობ კუთხეს, ტრენაჟორს, კახეთის რეგიონში პირველ სკეიტ პარკს, ველო და ფეხით სასიარულო ბილიკებს.

პარკის გაშენება 2022 წლის მაისში დაიწყო და ჯამურმა ბიუჯეტმა 2 516 448 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონული ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიერ.