ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე — ლომისმთაზე, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 375 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 000 მეტრ სიმაღლეზე, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეკოტურისტული კოტეჯი, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.


ლომისმთის მარშრუტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ბილიკი დაახლოებით 15 კილომეტრს მოიცავს და ვიზიტორებს პანორამული ხედებითა და მრავალფეროვანი ბუნებით ხიბლავს.


ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს ვიზიტორების კომფორტულ და უსაფრთხო მოგზაურობას.