სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც ანსამბლ „რანინასთან“ ერთად, მონაწილეობდნენ ნეკა სებისკვერაძე და ბენდი.

საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ჯანსუღ კახიძის ცნობილი სასიმღერო ნაწარმოებები.