წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. სამშენებლო პროცესი რამდენიმე ლოკაციას მოიცავს, მათ შორის სოფელ ქვილიშორს, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობა ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ჩხეიძე.
პროექტის ფარგლებში იგეგმება: წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, რეზერვუარის მშენებლობა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 120-ზე მეტი ბენეფიციარი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის საერთო ღირებულება 767,925 ლარს შეადგენს.