ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს  ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი  საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

რა გახდა დანაშაულის მიზეზი ჯერ უცნობია. „აიპრესი“  დამატებით დეტალებს არკვევს.