ისრაელის მედია ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ იერიშამდე ირანის სამივე ბირთვული ობიექტიდან განხორციელებულმა ევაკუაციის შედეგად ირანს სერიოზული ზიანი არ მიუღია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, უხეშად დაარღვია საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართალი, ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება, „მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების“ დარტყმით.
„დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება“, - თქვა არაღჩიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს წესდების შესაბამისად, ირანი იტოვებს კანონიერ უფლებას, უპასუხოს თავისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ისრაელის მიერ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხედრო კვირა დილით ირანიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დაახლოებით 20 რაკეტა დააფიქსირეს. ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ არაერთი შენობა განადგურდა. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 16 ადამიანი.
ისრაელის სამხედრო ძალების მიერ x-ზე გავრცელებული განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები დასავლეთ ირანის სამხედრო ობიექტებზე იწყებენ შეტევას