საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ  ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაცის შედეგად  ორი სამინისტრო - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.