საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეათე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა
ხვიცა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ კონკურენტ „ნანტთან“ ფრედ ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 6,6) ლუის ენრიკემ 71-ე წუთზე შეცვალა.
„ნანტი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 1:1(0:1)
გოლები: 33' ვიტინია 0:1, 83' დუგლას აუგუსტო 1:1
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვლში „მონაკოსთან“ მარცხის შემდეგ დღემდე ჩატარებული ლიგა 1-ის 39 გასვლითი შეხვედრიდან „პარი სენ-ჟერმენს“ არცერთი არ წაუგია, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის აქამდე არსებული რეკორდის („მილანი“, 1991-1992წწ, 38 მატჩი წაუგებლად) დამხობას ნიშნავს.