პოდგორიცაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები 60 კგ წონაში.
ქართველმა ძიუდოისტმა, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა, ფინალურ შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი აიუბ ბლიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
1. გიორგი სარდალაშვილი (საქართველო)
2. აიუბ ბლიევი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
3. აჰმად იუსუფოვი (აზერბაიჯანი)
3. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)